FAQ

ემკაელ შიფინგი სრულ კონსულტირებას გაგიწევთ სასურველი ავტომობილის შესარჩევად და შერჩევის შემთხვევაში დაგეხმარებათ შეძენაში

ემკაელ შიფინგი აკეთებს ავტომობილის დაზღვევაზე განაცხადს ავტომობილის შეძენისთანავე, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილი დაზღვეულია იმ მდგომარეობაში რაც აუქციონზე იყო მითითებული და ჩამოსვლისას ნებისმიერი შეუსაბამობა აუქციონის ფოტოებთან ეცნობება სადაზღვევო კომპანიას

ემკაელ შიფინგი თანამშრომლობს თბს ლიზინგთან, რაც საშუალებას გაძლევთ, თბს ლიზინგმა დაგიფინანსოთ შენაძენი სასურველი თანხით.

აუქციონის დასრულების შემდგომ, ემკაელის ამერიკული წარმომადგენლობა მივა აუქციონის სადგომზე, გადაიყვანს თქვენს ავტომობილს ჩვენს სადგომზე პორტთან, ავტომობილი შემოწმდება და დასურათდება, ჩაიტვირთება კონტეინერში, ჩამაგრდება უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, კონტეინერი დაიდება გემზე და გამოემგზავრება საქართველოში, სადაც პორტის ტერმინალზე გადმოტვირთება ავტომობილი და დასურათდება.

შემოწმებაში არ იგულისხმება ავტომობილის ტექნიკური შემოწმება. მოწმდება მხოლოდ რამდენად ემთხვევა ავტომობილის არსებული მდგომარეობა აუქციონის მიერ აღწერილს.

ემკაელ შიფინგის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორი, სადაც შეარჩევთ აუქციონზე მითითებულ ლოკაციას და სისტემა გიჩვენებთ რომელი პორტიდან გამოემგზავრება ავტომობილი

ავტომობილის გზაში ყოფნის მინიმალური ვადაა 2 თვე

შეგიძლიათ ავტომობილის გადაადგილებას თვალი ადევნოთ ემკაელ შიფინგის მიერ თქვენთვის შექმნილ კაბინეტში.

კონტეინერის ნომრით, რომელშიც დევს თქვენი ავტომობილი, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საზღვაო ხაზის ვებ გვერდზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი კონტეინერის მარშრუტი და მითითებულია დანიშნულების პორტში შესვლის თარიღი

საზღვაო ხაზი არის კომპანია, რომელიც ფლობს და უზრუნველყოფს გემების გადაადგილებას და კონტეინერების გადაზიდვას პორტიდან პორტამდე. ემკაელ შიფინგის ოპერატორი მოგაწვდით ინფორმაციას საზღვაო ხაზის შესახებ, როდესაც ჩაიტვირთება თქვენი ავტომობილი კონტეინერში
Select Your Color
Theme Option